Archive | ლექსები… RSS feed for this section
8 Sep

ქარმა გამომწვევად ხეებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა,
წამო, წაგიყვანო, ცხრა მთას მოგატარებ,
მერე,მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ.
ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია,
გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია.
ქარმა სიყვარული აღარ გააცია,
ფოთოლი გრძნობის ალში გაახვია.
ახლაც აშრიალებს ქარი ლამაზ ფოთოლს,
გულსაც გაუხარებს ალბათ წარა-მარა,
მერე მიატოვებს სადღაც ქუჩის ბოლოს
ვიღაც მეეზოვის ცოცხის ანაბარა…

ზოგჯერ უთქმელი გრძნობა ,გაცილებით ძლიერია, ვიდრე გამხელილი..

13 Aug

MİYVARXAR!!!
მიყვარხარ!
ვიცი, რომ ეს სიტყვა ბევრის მთქმელია,
მაგრამ მე შემიძლია,
ჩუმი მზერით გაგრძნობინო
სიყვარული უფრო მეტად,
ვიდრე ამას ნებისმიერი სიტყვა გააკეთებს.

როცა ზამთარში, თოვლის ფიფქი
ხელზე გადნებოდა, არ უნდა დაგეფერთხა,
რადგან მასაც უყვარდი…
თუკი შემოდგომაზე ფოთოლს ნახავ,
შენს ფეხებთან  უმწეოდ ხმება,
არ დააბიჯო, ნუ გათელავ,
იქნებ უყვარხარ…
და როცა  ზაფხულში,
ციდან გამოქცეული მზის სხივი
თვალებში შემოგანათებს,
ნუ აიფარებ ხელებს…
რა იცი, იქნებ შეუყვარდე…
ზოგჯერ უთქმელი გრძნობა
გაცილებით ძლიერია, ვიდრე გამხელილი,
მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ
იმ ფიფქივით,
ფოთოლივით და სხივივით,
(ან იქნებ მეტადაც)
მიყვარხარ!

7 Aug

☆”*•:

აკი მითხარი, ღმერთი არ მწამსო?!
მაშ რად იყავი სვეტიცხოველში?
აკი მითხარი, არვინ მიყვარსო?!
მაშ რად იჯექი ცრემლის მორევში?
რად დაუჩოქე ხატებს მოწყენით?
მაშ რად დაანთე წველი სანთელი?
ვისზე თქვი – ღმერთო ძლიერ მიყვარსო?
იმ ბედნიერის მითხარ სახელი…

☆”*•:

მინდა, ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა, რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.
ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად,
ჩუმად გელოდები, მაგრამ
ვაი, რომ ვერ გხედავ სიზმრად.
ვიცი, უშენობა მომკლავს,
ვიცი, დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან..

7 Aug

მე შენ გაჩუქებ გაზაფხულის მზეს,

ლურჯთვალა იებს, ვარდების თოვას, აპრილის ქარებს,

წვიმას და ჭადრებს, ფოთლების ჩურჩულს, ჩიტების ლხენას…
მე შენ გაჩუქებ ლურჯთვალა ფიქრებს.

ცისფერ იმედს და ფრთათეთრ ოცნებას, სიჩუმეს, წვიმას, გვირილებს, უნაზეს სევდას, წვიმისფერ თვალებს…
მე შენ გაჩუქებ ტყის მელოდიას, ფოთლების შრიალს,

მათ ლამაზ ბგერას, ატმის ყვავილთა ვარდისფერ ბურუსს, ჭადრის ფოთოლთა ნაღვლიან მღერას…

მე შენ გაჩუქებ ლხინსა და წყენას, ტკივილს და ცრემლებს,

იმედს და რწმენას…

3 Aug

რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი
ო, როგორ მინდა
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?!
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.

3 Aug

  • მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
  • ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
  • დაღამდება, ძველებურად მემალები,
  • თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.
  • შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,
  • მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
  • შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
  • აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.
  • გიხმობ, სად ხარ? უკვე ძალზე გვიანია,
  • მე კი ისევ გელოდები, დავიღალე,
  • შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია,
  • რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე.
  • ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები
  • და ჩემ გარდა რომ არავინ გყვარებია,
  • ოცნებებში შენი სახე დახატულა,
  • მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია
  • 3 Aug

    ledusiii uketaaaa (party) xval antaliashi mivdivar (party)

    miss miss

    31 Jul

    მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
    მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
    შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
    თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
    შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
    ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
    ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?-
    შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
    მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
    მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
    მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
    მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
    მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
    მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
    მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
    რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
    ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
    გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
    შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
    დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
    შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
    მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.
    მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ,
    რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
    შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
    სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
    მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
    როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის…
    ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
    შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:
    ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,
    მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
    სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
    ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
    რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
    ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
    თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
    ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
    ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
    ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.

    შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
    მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
    სანდომიან ცის ელვა და ფერი
    მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

    აფეთქებული და მოცახცახე
    იწოდა ნათელ ალთა კრებული,
    მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
    იყო იდუმალ გაფითრებული.

    იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
    ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
    მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
    სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

    მესმოდა შენი უგონო ფიცი…
    მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…
    ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
    ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?

    ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
    და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…
    იყო ობლობა და შეცოდება,
    დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

    ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
    სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
    ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
    და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

    ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
    თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
    ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
    ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

    ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
    და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
    აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
    როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

    და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
    რაზე – ვინ იცის, ვინ იცის, მერი!
    ბედი, რომელიც მე არ მეღირსა –
    ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

    სთქვი: უეცარი გასხივოსნება
    რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
    რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
    როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

    ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
    ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
    ან „მესაფლავეს“ ვისთვის ვმღეროდი,
    ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

    ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
    წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
    და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი,
    ლირი, ყველასგან მიტოვებული.

    1915

    შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
    დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
    შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
    და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
    ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
    და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
    დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
    არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.

    შენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
    დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
    შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
    სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
    ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
    აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
    და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
    ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.

    შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
    დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
    ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
    შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
    დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
    ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
    და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
    სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.

    …შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.

    შოთა ნიშნიანიძე – “ლეგენდა” (გალაკტიონს)

    თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ
    კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
    რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
    ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
    პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
    დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
    წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
    ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
    ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
    და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
    სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
    სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
    ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
    დავბადოთ მგოსნად
    და უთუოდ -
    საქართვალოში…
    იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
    თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.

    მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
    თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
    მყინვარი შანდლად ედგა,
    შიგ მზე სანთლად ენთო
    და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
    წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
    მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
    გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
    რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

    მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი,
    ფრანგნი თუ… ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.

    ზoგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
    ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
    ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები.
    უფლის განაჩენი არ იყო სადაო.

    მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
    რიგი და ქართველი? სადან სადაო.

    და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
    გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
    უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
    წარუდგნენ და ჰკითხეს:
    ჩვენ რა ვქნათ უფალო?

    მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
    ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
    განცვიფრდა:
    ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
    მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე…

    ქართველნი გახლავართ,
    გავშალეთ ნაბდები …
    შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
    რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
    და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ…
    დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
    მეუფევ მაღალო!

    და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
    ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად.
    რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი,
    ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

    …..ალპებად,
    ანდებად,
    თუ კავკასიონის მთებად,
    აიწიენ წარბები შეკრული…

    სად დაგაბინაოთ? – არ არის იოლი,
    ასეთი ლამაზნი.
    მამაცნი
    ერთგულნი…
    სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
    მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
    იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
    საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
    მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
    და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
    ზეცაში ვიცხოვრებ…
    ხოლო ეს ედემი -
    თქვენთვის დამითმია.
    დე, იყოს ალალი!

    და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
    და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
    მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
    ქუხს მისი სიტურფის,
    სიუხვის ამბავი…

    :)

    30 Jul

    იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი…
    იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი…
    იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი…
    იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
    იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან….
    იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!

    იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
    იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
    იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი…
    იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
    იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!

    ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ…
    არა არაფერიც არ იცი!

    შენ არ მენანები,ის დრო მენანება,
    გული რომ დავუთმე და მთელი არსება.
    შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება
    სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება.
    რაა სიყვარული, დროების მონაა,
    ზოგჯერ აღტაცება ღვთაების სადარი
    და თუ სიყვარული ღვთაების წონაა
    ასე ხანმოკლე და მოკვდავი რად არის?
    შენ არ მენანები,ის დრო მენანება.
    ის დრო ღვთაების და ღმერთების სადარი

    უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების.
    უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები.
    უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები,
    უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები,
    უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის.
    უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის,
    უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა,

    მომეცი ხელი,
    უჩემობა, ვიცი გაწუხებს…
    და გამეტებით, დაუნდობლად,
    ამტვრევ მარწუხებს…
    მომეცი ხელი,
    უშენობა ისევ მაწვალებს…
    გადაგღეღია ეგ ფიქრები,
    ვითვლი ნაკვალევს…
    ხელი მომეცი,
    ამირიე ისევ გონება…
    რომ დამამარცხე უშენობით,
    ნუ გეგონება…
    მომეცი ხელი,
    გული ისევ ამიფერადე…
    და განაბული დამელოდე,
    გაგიჟებამდე…
    მე მაღლა მინდა,
    შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
    რომ ვერასოდეს მომიშორო,
    ისე წამოვალ..

    მან მიატოვა პატარა გოგონა,
    მერე მოვიდა მითხრა,
    შენ მიყვარხარო და შენთან ერთად
    ბედნიერება მინდა.
    მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
    ახლა გაიგებს თუ როგორია,
    რომ მიგატოვებს ვიღაც.
    უცებ შეებრალა პატარა გოგონა,
    სასწრაფოდ ეძებს ბინას,
    იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს.
    ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები
    ვეღარ მიმხვდარა რა ქნას,
    მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე
    მუშტით დააყრის მიწას.
    –ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას?
    ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული,
    გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.

    ES yVeLaFeRi mIsTvIsAaa… :)

    28 Jul

    არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი,
    რომ წამოდგომა გამიჭირდება.
    არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება
    სულ არავისთან არ მჩვევია.
    არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს
    შენზე ამაყი მე ვარ იცოდე.
    არ დაგიჩოქებ! რადგანაც ფასი არ აქვს
    ჩოქზე დამდგარ სიცოცხლეს

    მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები
    თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს
    შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
    გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან
    დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის
    თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს
    დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ
    ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ
    მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
    და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით
    შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
    და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.

    იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
    რომელიც არასდროს ახდება!..
    იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
    რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
    იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
    ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
    იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
    -ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
    მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს,
    რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია.
    იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
    გულში რომ დაგინთებს სანთელს.
    ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს,
    ოცნებას, დამდნარ სანთელს.
    იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
    რომელიც არასდროს ახდება.
    იმ ნატვრას, იმ სიყვარულს,
    რომელიც მართლა ნატვრა გახდება!..
    მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
    იმ მოფერებას, ალერსს,
    გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს,
    ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!..
    მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს,
    იმ ატირებულ ტირიფს,
    რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს,
    მიატოვეს და ტირის.
    მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს,
    იმ მოჩურჩულე ღამეს,
    გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას,
    წარსულზე რომ იტყვის რამეს.
    მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს,
    იმ შენი მომავლის ორ ცას!..
    ჯ ე რ  უ თ ქ მ ე ლ  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს  გ ა უ მ ა რ ჯ ო ს,
    მ ე რ ე  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს  დ ა  კ ო ც ნ ა ს !

    თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
    და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
    თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
    მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
    თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
    ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
    თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
    ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
    სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
    და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
    გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
    მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

    ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
    თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
    ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
    და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

    აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
    თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
    გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს
    და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

    ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
    მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
    გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
    რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,

    ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით…


    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.